|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა გვეყოლება"

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის საშინაო გამოწვევად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებზე მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა აუცილებელია ამ ტენდენციის გაღრმავება. პრეზიდენტის აღნიშვნით, უდავოა რომ, არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ დაისვას კითხვები, როგორც მონაწილე სუბიექტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი, ჩვენ გვეყოლება მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, თუმცა მთლიანად სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იქნება გამარჯვებული.

"ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის აღიარებაში მდგომარეობს. პოლიტიკური კულტურა ოპონენტს განიხილავს მოწინააღმდეგედ, და არა მტრად. სტაბილური საარჩევნო გარემოს დამკვიდრება გულისხმობს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღეს, არამედ, თავად არჩევნების ჩატარების წესებზე მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალურ კონსენსუსს.“-განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა