|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანიამ, რომელმაც ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მიატოვა, ბიუჯეტიდან 232 000 ლარი მიიღო

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, შპს "ჯეო სერვისში" ფინანსური პრობლემებია და ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

სამუშაებზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ მერიაში, თუმცა არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პრობლემა მერიის მხრიდან შეიქმნა. მათი ინფორმაციით, მერიას შესრულებული სამუშაოებისთვის ავანსის გადახდილი აქვს. როგორც "ნიუპრესს" მერიაში განუცხადეს, კომპანიას 1077 000 ლარიდან ავანსის სახით მხოლოდ 232 000 ლარი გადაირიცხა. დანარჩენი თანხა ბიუჯეტში რჩება.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას უკვე გაეგზავნა გაფრთხილება და ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაერიცხება.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყო, ვადების მიხედვით ძირითადი სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ნაწილია შესრულებული.

ქუჩაზე არსებულ პრობლემას ხვალ საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურება ქალაქი მერი გიორგი ჭიღვარია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერი არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი