|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კომპლექსი, რომელიც ქუთაისში აიგება, რეგიონალური მასშტაბის იქნება"

კობა ნარჩემაშვილი, რომელიც პოლიტიკურ რეანიმაციას ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარის დეპუტატის  მანდატის მოპოვებით გეგმავს, ფონს გასვლას „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებებითა და განხორციელებული თუ დაგეგმილი ინფრასტრუქრურულ პროექტებზე საუბრით გეგმავს.

როგორც „ნიუპრესთან“ საუბარში მან განაცხადა, ადგილობრივებთან შეხვედრისას აქცენტს სწორედ მმართველი გუნდის მიღწევებზე გააკეთებს.  „ამ ოთხი წლის მანძილზე ქართულ ოცნებას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული,  თუმცა ყველაფერი საზოგადოებისათვის ცნობილი არაა“, -აღნიშნა ნარჩემაშვილმა. 

როგორც ქუთაისის მომავალი დეპუტატი, ის აქ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის გეგმაზეც  საუბრობს  და აცხადებს,  კომპლექსი, რომლის აგება ქუთაისში იგეგმება, არა მხოლოდ რესპუბლიკური,  რეგიონალური მასშტაბის იქნება. მისი  ინფორმაციით,  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  ადგილი ჯერ  არ შერჩეულა,  თუმცა   გეგმა არსებობს და სამუშაოები, სავარაუდოდ, 5 წელიწადში დასრულდება.    მისი თქმით, „ქართუს“ მშენებლობის ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, კომპლექსი უფრო ადრეც დასრულდეს.

ნარჩემაშვილი ქუთაისის, როგორც სამრეწველო ქალაქის პოტენციალზე საუბრობს. "არსებობს საწარმოები ქუთაისში, რომლებსაც შეუძლია საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. შესაძლებელია ამ საწარმოებმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვონ და ნაცვლად უცხოური კომპანიებისა,  შეკვეთები მათ მიიღონ, -აღნიშნა მან. რაც შეეხება ადგილობრივების პრობლემებს, მისი თქმით, ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და მათ პრობლემებს აქტიურად გაეცნობა.  

გამორიცხული არაა, ნარჩემაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს. 

შეგახსენებთ, ყოფილი შსს მინისტრი კენჭს ქუთაისის #49 სამაჟორიტარო ოლქში იყრის.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა