|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ძირითადი დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორს აქვს"

კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ძირითადი დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორსაქვს  - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ სამმართველოში განაცხადა. 

"კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ძირითადი დატვირთვა აქვს ჰოსპიტალურ სექტორს და ამიტომ აუცილებელია რეგიონის სამედიცინო სექტორის განსაკუთრებით კი ცხელების ცენტრების სრული მზაობა, რათა საჭიროებისამებრ სრულფასოვანი მომსახურება გაეწიოს პაციენტებს"-განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრები ქუთაისსა და სამტრედიაში მოეწყო ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის სამედიცინო ცენტრში.

ე.წ. ,,ცხელების ცენტრების" შექმნის მიზანს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.

ოჯახისა და სოფლის ექიმები, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და აქტიურად ჩაერთონ ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. თერმოსკრინინგის პროცესის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემის, ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით მხარის რწმუნებული რეგიონის მასშტაბით ყოველდღიურად იღებს ინფრომაციებს და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ახდენს რეაგირებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა