|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალერი კვარაცხელიას პარტია ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა

 ცესკომ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია - სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ დღს გამოაქვეყნა. 

ცესკოს ინფორმაციით,  საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განუხილველად  დატოვა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს.

კანონის თანახმად, ხელმძღვანელი პირის დაუფიქსირებლობის გამო პარტია არჩევნებიდან მოიხსნა.

აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

30 აგვისტოს მონაცემებით, ცესკოს საარჩევნო რეგისტრაციაში 27 პოლიტიკური სუბიექტი ყავს გატარებული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა