|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა სჯობს ქუთაისის ცენტრში, კვების ობიექტი, თუ მუზეუმი თავის გალერეებით?"

ქუთაისელი მწერალი, "საბას" ნომინანტი ცირა ყურაშვილი "ქუთაისის განვითარების საინიციატივო ჯგუფის" სახელით  განცხადებას ავრცელებს, სადაც ქუთაისის ცენტრში, ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის გვერდით "მაკდონალდსის"მშენებლობას აპრიტესტებს. მისი განცხადებით, აქ მუზეუმი უნდა აშენდეს.

"დღეს ხელისუფლებას უნდა კვების ობიექტი ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის გვერდით აგვიშენოს. ამ დროს ეს მუზეუმი გადატანილია ყოფილი ბანკის შენობაში, რომელიც სრულიად სხვაგვარი, სპეციფიკური დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენს, რითაც მუზეუმი ამჟამად იმყოფება მისთვის შეუფერებელ ადგილას, რაც გულისხმობს, როგორც ექსპონატთა განთავსებისთვის საჭირო ფართის უქონლობას, ასევე სათანადო ტემპერატურის არ ქონასაც. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საჭირო ფართის უქონლობის გამო უამრავი ექსპონატი გადანახულია და მათი გამოტანა საექსპოზიციოდ ვერ ხერხდება.
თუ ჩვენი საზოგადოება შეთანხმდება, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ძველი მუზეუმის ადგილას შესაძლებელია აშენდეს და განთავსდეს ისტორიულ -ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელოვნების გალერეით, სადაც სამუზეუმო კოლექციის გვერდით გამოიფინება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც.
ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა გახდეს ქუთაისისთვის. ახლა დავსვათ კითხვა, ამისთვის რა სჯობს- კვების ობიექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, თუ მუზეუმი უნიკალური ექსპონატებითა და ხელოვნების ნიმუშთა გალერეით?"- ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ის თანაქალაქელებს გააქტიურებასა და ქალაქის ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდებს.

ყურაშვილის განცხადებით, იმ სიმდიდრით, რომელიც ქუთაისის მუზეუმშია განთავსებული,  ნებისმიერი ერი იამაყებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა