|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლადო ჯურხაძე ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს [R]

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი, ლადო ჯურხაძე, ხონში ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მე დღეს თქვენთან არ მოვსულვარ მხოლოდ დაპირებებით. მოვედი გაკეთებული საქმეებით და მინდა გთხოვოთ თანადგომა, რათა ყველა დაწყებული და ჯერ კიდევ პრობლემად არსებული საკითხი დავასრულოთ და აღმოვფხვრათ, - განუცხადა ამომრჩეველს ჯურხაძემ.

კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში ახალგაზრდების წახალისება და დაინტერესება. „დღეს კვალიფიციური ინჟინერების, აგრონომების დეფიციტია, ამ პროფესიების დაუფლება კი  უფასოდ არის შესაძლებელი რაც დიდი ინვესტიციაა სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის განვითარებისთვის. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ და გავაძლიეროთ ის კუთხე, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქალაქს და ამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, - განაცხადა ლადო ჯურხაძე.

ავტორი: ნიუპრესი