|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ"

"ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ"- ამ სლოგანით ქუთაისში თეთრ ხიდზე, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია გაიმართა. შეკრებილები ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა იმ სამართალდამცველების დასჯა მოითხოვეს, რომელთაც ისინი ორი წლის წინ 56 წლის ლევან აბზიანიძის წამებასა და იძულებით ნარკოტესტირებაშისდებენ ბრალს.

აქციის მსვლელობის დროს თეთრ ხიდზე სანთლები აანთეს.

შეგახსენებთ, რომ აბზიანიძე ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი ნახეს, რასაც პოლიციაში რამდენიმე საათიანი ყოფნა უძღოდა. გამოძიება თავიდანვე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ექსპერტიზამ კი გარდაცვალებამდე შარდმდენი პრეპარატების მიღების ფაქტი დაადასტურა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა