|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლტოლვილები ბათუმიდან, უპურობა და დაკარგული ტალონები -1918 წლის მარტი ქუთაისში

 1918 წლის მარტის ამბები ქუთაისის გაზეთიდან "ჩვენი ქვეყანა" "ნიუპრესის" რუბრიკაში "100 წლის წინანდელი ამბები".

ამ დროს ქვეყანას ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატი მართავდა. რუსეთსა და გერმანიას შორის 3 მარტს  დადებული ზავის თანახმად, რუსეთი ბათუმს თურქეთს გადასცემდა. ამ მოთხოვნას ამიერკავკასია არ შეეგუა და გაჩაღდა ბრძოლები ბათუმისათვის.

ეს არის ამბები, რომელიც წინ უძღვოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თურქეთის აგრესიის თავიდან აცილება.

 

 

6 მარტიდან ქუთაისში სამხედრო წესები გამოცხადდა, მიზეზი ბათუმთან თურქეთის სამხედრო ძალების მობილიზება.

თურქები უტევენ საქართველოს სამხრეთიდან- ახალციხის ბრძოლის, ასევე ბათუმის ბრძოლების  შესახებ წერს გაზეთი.

   

 

კრიმინალი, გაჭირვება, ლტოლვილები ბათუმიდან, ქვეყანაში არეულობა, ქუთაისი კი იუმორს მაინც არ კარგავს...

ამ დროს ქუთაისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, ეკონომიკური სიდუხჭრეა, პროდუქტებს ტალონებით, ე.წ. კარტიჩკებით არიგებენ- გაზეთში მოხვდა ცნობა, სადაც "თავისუფალი მოქალაქე"  ცოლის დაკარგვის შესახებ განცხადებას აკეთებს, თუმცა კი უფრო კარტიჩკების დაკარგვას წუხს.

"უკარტიჩკებოდ ჩემი სიცოცხლე კი წარმოუდგენელია. მნახველს ვთხოვ, თუ მაინც ცოლს ვერ დამიბრუნებენ უკან, მას ყავდეს იგი, ოღონდ ეს სასურსათო კომიტეტის კარტოჩკები დამიბრუნოს, რადგან ცოლის შოვნა ათჯერ უფრო ადვილია ამ ჟამათ ყველასათვის, ვიდრე სასურსათო კარტოჩკების შემოწმება და მიღება".

თუმცა გაზეთი უკვე იტყობინება, რომ ქუთაისისათვის პური აღარ არის.

 

რამდენიმე დღეში  ბათუმიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ.

 

 

 ორი ვინტოვკა, ან კარაბინი მუზეუმის დასაცავად - სამხედრო წესები ქუთაისში

"ქალაქ ქუთაისში ამჟამად 64 060 ადამიანი, ანუ 10 541 ოჯახი ცხოვრობს"

"ქართული უნივერსიტეტი თბილისში გაიხსნება 1918 წლის იანვრის შუა რიცხვებში"

ავტორი: ირინა მაკარიძე