|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლურსმნები ხეებზე - გასახმობად განწირული მრავალწლოვანი მცენარეები [PHOTO]

ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ სკვერში გარევაჭრობა აიკრძალა, თუმცა გარევაჭრობის შედეგი ამ დრომდე რჩება ხეებზე. სკვერში მრავალწლოვან ხეებზე ათობით ლურსმანია მიჭედებული, რომელსაც მოქალაქეები,  სავარაუდოდ, ნივთების საკიდად იყენებდნენ. 

დაზიანებულ ხეებზე ლურსმნები არ დრომდე რჩება და ტერიტორიის მსგავსად მათი გაწმენდა არ მომხდარა.

ათეულობით ლურსმანი ხეების გახმობას დააჩქარებს, ამ დროისთვის გამხმარია სკვერში მდებარე ერთი ხე.

სკვერში მრავალწლოვანი ხეები რამდენიმე წლის წინ მშენებლობას შეეწირა. იმ დროისთვის აცხადებდნენ, რომ ხეები გამხმარი იყო და ამიტომ მოიჭრა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხეების დაზიანება სწორედ მშენებლობის მიზნით მოხდა. სკვერში ორი ობიექტი აშენდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი