|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლობა სუსს, რომ ჩამოგვაშორა სუსტი ადამიანები" -ბურჭულაძე

მადლობა სუსს, რომ ჩამოგვაშორა სუსტი ადამიანები,- ამის შესახებ დღეს პოლიტიკური პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა  პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მის პარტიაზე ზეწოლას სისტემატიურად ახორციელებს, რის გამოც პარტიას სუსტი ადამიანები ტოვებენ. 

„სუს-ი პარტიის წევრებზე ახორციელებს ზეწოლას. ბოლო დროს გახმაურებული ამბები, რომ თითქოს ჩვენი წევრები ჩვენს მოძრაობას ტოვებენ გაზვიადებულია და არის ამ ზეწოლის შედეგი. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ს, რომელმაც თავდადებულად იმუშავა, მრავალი შრომა გაწია პარტიის წევრებზე და ამით სამსახური გაგვიწია, ჩამოგვაშორა სუსტი ადამიანები და შემოგვემატნენ ძლიერი, გამძლე და პრინციპული თანამებრძოლები.“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში პარტიას სისტემატურად ტოვებენ, რის მიზეზადაც პარტიის მიერ ჯაფარიძე,  ვაშაძე, კაციტაძესთან ერთად  საარჩევნო ბლოკის "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” შექმნა სახელდება. 

ავტორი: ნიუპრესი