|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაინტერესებს, ააიპების გაუქმების მიზეზი და რა სარგებლობას მოუტანს ეს ქალაქს?

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ააიპების გაუქმების საკითხით დაინტერესდა "ევროპული საქართველოს" დეპუტატი მერაბ მეშველიანი. 

"მაინტერესებს,  ააიპების გაუქმების მიზეზი და ასევე რა სარგებლობას მოუტანს ეს ქალაქს? რა ხდება, ამ ააიპების გაუქმების შემთხვევაში? ეს საკითხი კომისიებზე არ განხილულა", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა საკრებულოს სხდომაზე.

მისი განცხადებით, ააიპ "ბოტანიკური ბაღის" გაუქმება გაუმართლებელია და შესაძლოა, მისი ხელახლა შექმნის საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში.

"ორკაციანი ააიპები იყო და არ ჭირდებოდათ დამოუკიდებელი ხელმძღვანელები,  ამიტომ მოხდა მათი დამსხვილება, რაც მათ საქმიანობაზე დადებითად აისახება"- განაცხადა მეშველიანის პასუხად მერის მოადგილემ იუზა უგულავამ. 

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გაუქმებულად გამოცხადდა ააიპი "ბოტანიკური ბაღი" და ის ააიპ "კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას"  შეუერთდა.  ასევე გაუქმდა  ააიპი "ოქროს ჩარდახი" ,  ის ააიპ "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს შეუერთდა.  ასევე  "სპორტის სასახლე" და "ტაეკანტოს კლუბი" გაერთიანდა ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში".

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ერთი  ახალი ააიპის - "ქუთგანათების სერვისის" შექმნას უყარა კენჭი. 

ააიპების რეორგანიზაციის საკითხი დადებითად შეაფასა საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ. 

"დღეს ქუთაისის საკრებულომ ნება დართო ბატონ გიორგი ჭიღვარიას მომხდარიყო ააპიების შერწყმა. ვფიქრობ,  რომ სწორი გადაწყვეტილებაა,  ეფექტური მენეჯმენტისა და ხარჯების ეფექტურად მართვისთვის", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა