|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ იღებდნენ "სელფებს" სამართალდამცველები მარიხუანასთან და მამაოსთან ერთად? [VIDEO]

სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონი გიორგი ჯახუა სამართალდამცველებს უფლებამისილების გადამეტებაში ადანაშაულებს. როგორც მან დღეს "გირჩის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 17 იანვარს ღამის პირველ საათზე მასთან სახლში შეიარაღებული სამართალდამცველები შევიდნენ და ორდერის წარდგენის გარეშე ბინის გაჩხრეკა მოითხოვეს. ჩხრეკის შედეგად მათ ორი ქოთანი მარიხუანა და დაშლილი ანტიკვარული იარაღი ამოიღეს.

სასულიერო პირის განცხადებით, ის არის სხვადასხვა დაავადებების მატარებელი, (C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ხოლეცისტიტი), რაც ითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას, რისი საშუალებაც მას არ გააჩნია, ამიტომ ტკივილების შემსუბუქებას ამ მცენარის გამოყენებით ცდილობს.

მისი განცხადებით, სამართალდამცველებმა მას შეურაცხყოფაც მიაყენეს. დაიწყეს მისი სამოსის მორგება, დაიხურეს მღვდელმსახურის ქუდი და აიძულეს მათთან და კანაფის ნარგავთან ერთად "სელფების" გადაღება.  ამის შემდეგ გადაიყვანეს  პოლიციის მეექვსე განყოფილებაში, სადაც მოაწერინეს ხელი ახსნა-განმარტებას და ჩაუტარეს ექსპერტიზა.

სასულიერო პირს სოლიდარობას უცხადებს "გირჩის" ოფისის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი. მისი განცხადებით, ეს იყო უკანონო ქმედება და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა არ შეესაბამება არანაირ  ნორმებს. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეყილება და დაელოდონ მთავრობის ინიციატივას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც 25 იანვარს გახდება ცნობილი.

შსს-ს განცხადებით, გიორგი ჯახუას წინააღმდეგ  „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.   უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ჯახუა სასულიერო პირი არ არის. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა