|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის ხელშესაწყობად სახელმწიფო პროექტი იწყება

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის სხვა შეღავათებთან ერთად პროექტი იწყება.  „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტის შესახებ გაცნობითი სახის შეხვედრები დაიწყო, რაც  მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებისთვის უნიკალური შესაძლებლობა.

27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მთაში საკუთარი საქმე წამოიწყონ. 

 „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა, მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღოს და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე ბიზნესი წამოიწყოს, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა