|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიანა ქორიძეს, რომელმაც ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში ქმარ-შვილი დაკარგა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ქუთაისელ მარიანა ქორიძეს, რომელმაც ქვიშხეთთან ავარიის დროს ქმარ-შვილი დაკარგა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. მათი თქმით, მარიანა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. ასევე განმარტავენ, რომ არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო პრობლემები შეექმნათ. მათი ინფორმაციით, ავარიის დღეს რამდენიმე ტელევიზიით და სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის დროს ბავშვების დედაც გარდაიცვალა, რაც ტყუილი იყო, თუმცა საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა და ახლა მარიანას მეგობრებს არ უჯერებენ და მათ უბდობლობას უცხადებენ.
 
"მე­გობ­რე­ბო, ხში­რად ვცდი­ლობთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვარდ და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ჩვე­ნი გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბათ. დღეს ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა გო­გოს, რომ­ლის ამ­ბა­ვი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო. მა­რი­ა­ნა ქო­რი­ძეს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ე­ღუ­პა მე­უღ­ლე და 3 შვი­ლი. ის ახლა იბ­რძვის სი­ცო­ცხლის­თვის. ჩვენ გვეს­მის ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ყვე­ლას არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ნან­სუ­რად დაგ­ვეხ­მა­რონ, ამი­ტომ იქ­ნებ, პოს­ტი გა­ა­ზი­ა­როთ და მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა სხვა­დას­ხვა ფონ­დებს და ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­აშუ­ა­ლე­ბით და­ვუდ­გეთ ოჯახს გვერ­დით და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ამ გო­გოს სი­ცო­ცხლე.
 
თქვენ­გან ჩა­რი­ცხუ­ლი 1 ლა­რიც კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყველა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა უკვე ამო­ი­წუ­რა და დღი­უ­რად საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა გა­და­სახ­დე­ლი, ამი­ტომ გთხოვთ, გულ­თან მი­ი­ტა­ნოთ ჩვე­ნი მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა და საქ­მი­თაც გა­მო­ხა­ტოთ თა­ნად­გო­მა. ყვე­ლას წი­ნას­წარ დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით და მჯე­რა, რომ ჩვე­ნი "ფე­რა­დი გოგო" რო­დე­საც კარ­გად გახ­დე­ბა თა­ვად გე­ტყვით მად­ლო­ბას მისი გვერ­დში დგო­მის­თვის. ჩვენ ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ!" - აცხადებენ მეგობრები. დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:
● GE22BG0000000162482398
● GE37TB7109445064300015
● GE62LB0211116004056001 მიმ­ღე­ბი ეკა­ტე­რი­ნე ქო­რი­ძე.
ცნო­ბის­თვის, ხა­შუ­რი­დან ბორ­ჯო­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე (ქვიშ­ხეთ­თან) ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 26 იან­ვარს მოხ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმყოფებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა