|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა ახალი წლიდან იგეგმება

ავტომობილების დილერებისა და იმპორტიორებისთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ახალი რეგულაციების ამოქმედება ახალი წლიდან იგეგმება.
სახელდება ორი სავარაუდო თარიღი - 1 იანვარი და 1 მარტი.
ამის ფონზე, იმპორტიორები ცდილობენ მიმდინარე წელსვე მოასწრონ ავტომობილების იმპორტი, რადგან ვარაუდობენ, რომ მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მანქანების გაძვირებას და მათზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.
მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე საუბარი საქართველოში 2015 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 იანვარს ასახელებდა.

 კანონპროექტის ავტორები დღესაც იმედოვნებენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მოძრაობას განტვირთავს და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და ის ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა განიხილოს, ამიტომ მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

წყარო:bpn.ge

 

ავტორი: ნიუპრესი