|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩებში ჩაბარება, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს შესაბამისი გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება, სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოუწევთ.  პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება, უშუალოდ მართვის მოწმობის გამოცდის ახალი წესი - გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ამოქმედდება. ასევე იგეგმება  მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებაც. 


არჩილ თალაკვაძის თქმით, რეფორმა ითვალისწინებს ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს.

ამ ცვლილებების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც უკვე შექმნილია. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა