|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაშველებმა სამტრედიაში ადიდებული მდინარე რიონიდან 5 მოქალაქე გამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 5 მოქალაქე ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ავრელებს.

სააგენტოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ ცენტრში შემოვიდა შეტყობინება, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 5 მოქალაქე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

"ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ურთულესი ვითარების მიუხედავად, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მაშველებმა ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და განსაცდელში მყოფი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს”, - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა