|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადება დაიწყო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს.

ტრენინგებს ამჟამად 7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მოქმედი პედაგოგები გადიან. პროექტის განმახორციელებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნო.
მისი ინფორმაციით, პროექტის სამიზნე ჯგუფის გადამზადება ორ ნაკადად განხორციელდება. 2016-2017 სასწავლო წელს გრძელვადიანი გადამზადების კურსს 9000 მასწავლებელი დაიწყებს. მასწავლებელთა მეორე ნაკადი კურსს 2017-2018 სასწავლო წელს გაივლის. ამჟამად საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 114 ჯგუფის ტრენინგები მიმდინარეობს, ხოლო გასულ კვირას უკვე გადამზადდა 116 ჯგუფი.
მასწავლებლები პირველ ეტაპზე ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“, სკოლის ბაზაზე დატრენინგდებიან. ტრენინგები შაბათ-კვირას სკოლებში ჩატარდება. პირველი ტრენინგ-მოდული 12 საკონტაქტო საათისგან შედგება და მაქსიმალურად დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, მთლიანობაში ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება. კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის კომპონენტებს, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების მიზნით, რეგიონულ დონეზე მასწავლებელთა შეხვედრების ორგანიზებას.

კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს კონსულტანტების მიერ შემუშავებული პროგრამით გადამზადდნენ.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა