|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ცხენისწყალში მეორე მამაკაცის გვამიც იპოვეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ დროისთვის ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, ერთს კი ეძებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები მდინარემ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მეორე მხარეს გამორიყა.

სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია, ისინი მეზობლები იყვნენ. ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილის და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძეს ეძებენ.

შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი ცხენისწყალის არხში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276_ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი