|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში დაკლული პირუტყვის ნარჩენები ამ დრომდე რჩება

მდინარე რიონი დაკლული პირუტყვის ნარჩენებისგან, ჯერჯერობით, არ გაუსუფთავებიათ.

რამდენიმე დღის წინ მდინარის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესს" ადგილობრივმა მოქალაქემ მოაწოდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნიკორა 2015“-ს, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა სასაკლაო აქვს, 1000 ლარის ჯარიმა და ტერიტორიის დასუფთავება დააკისრა.

როგორც "ნიუპრესს" იმავე წყარომ აცნობა, მდინარე ნარჩენებისაგან ამ დრომდე არავის გაუწმენდია.

დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გარემოს დაცვითი ინსპექტირების დაცვის უფროსის, თინათინ ჩაკვეტაძის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. 

"მიწერილობა ჩავაბარეთ და განვუსაზღვრეთ, რომ მდინარე რიონის სანაპირო დაუყოვნებლი დაესუფთავებინათ. ჩვენ იძულებით ვერ დავასუფთავებინებთ მიმდებარე ტერიტორიას, თუმცა კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ და გავესაუბრებით. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირუტყვის ნარჩენები მათი დაყრილი არ არის და ეს არის მისთვის მოტივი. თუ თავისი ნებით არ მოახდინა დასუფთავება, სასამართლო მაინც დააკისრებს ამ ვალდებულებას",-განაცხადა "ნიუპრესთან" საუბრისას თინათინ ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მდინარე რიონში დაკლული პირუტყვის ნარჩენები იპოვეს.  გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ მდინარის დაბინძურება ხორც-პროდუქტების მწარმოებელმა შპს „ნიკორა 2015“ მოახდინა.

 

   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა