|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკარგული მამაკაცი მდინარე რიონში იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ჯგუფმა 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა, დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

პროცესში ჩართული იყვნენ მყვინთავები და ცხედარი დღეს დილით იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი