|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში სამაშველო ოპერაციაში 100-მდე მაშველი და 10-მდე ნავია ჩართული

  რიონის ხეობაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ხელს უამინდობა უშლის. ხეობაში წვიმაა და ნისლიანი ამინდია. ადგილზე იმყოფება იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მისი განცხადებით მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო პროცესში 100-მდე მაშველი მონაწილეობს.

რწმუნებულის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების დაკარგული მამაკაცის პოვნამდე გაგრძელდება.

„წუხანდელის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მიმდინარეობს. დაახლოებით, 100-მდე მაშველია ამ პროცესში ჩართული, 15 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. 10-მდე ნავი მუშაობს, ძებნაში  ექოლოტიც არის ჩართული. ჩამოყვანილია ეკიპაჟები სხვადასხვა ქალაქიდან“,  -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, სოფელ ნამოხვანში მამაკაცი ადიდებულ მდინარეში გუშინ გადახტა. საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

 

ავტორი: ნიუპრესი