|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე მიყვარს ქუთაისი -ნიკეას ქუჩაზე მანათობელი კონსტრუქცია მოეწყობა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მანათობელი ფიგურის კონსტრუქციის (მე მიყვარს ქუთაისი) დამზადება იგეგმება. სამუშაოებისათვის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 10500 ლარს გადაიხდის.

ელექტრონულ ტენდერზე NAT190024083 წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყებს და 18-ში დასრულდება.

ესკიზის მიხედვით,  კონსტრუქცია დაახლოებით, 1, 25 მეტრის სიმაღლის და 14 მეტრის სიგანის უნდა იყოს.

კონსტრუქციაზე სიმბოლურად გვირილის გამოსახულებაც იქნება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა