|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე "ქართული ოცნებიდან" ვარ და 41 უნდა შემოხაზოო "

მოეხსნა თუ არა ქუთაისში მცხოვრებ ნუცა ჯუღელს სოციალური დახმარება, ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანლის ნინო ჭიღლაძის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გაცემის უფლება არ აქვთ. 

ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები ნაქირავებ ბინაში მცხოვრები 80 წელს გადაცილებული ქალბატონი უკვე მოინახულეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ნუცა ჯუღელის განცხადებით, მას  სოციალური დახმარება მოუხსნეს, ამავე დროს მადლიერების სახლში სადილის მიღებაზე უარი უთხრეს.

 მისი თქმით, მადლიერების სახლში მისთვის უცნობმა ქალმა კითხა, თუ ვის აძლევდა ხმას. მისი პასუხის შემდეგ  მადლიერების სახლში აღარ უშვებენ და მას სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

"შევედი მადლიერების სახლში და დამხვდა ქალი,  რომელმაც მკითხა, თუ ვის  ვაძლევდი ხმას. ვუთხარი, ვისაც არ უნდა მივცე ხმა,  ჩემთვის არცერთი იქნება მეთქი. მე "ქართული ოცნებიდან" ვარ და 41 უნდა შემოხაზოო, არ მითქვამს არაფერი. მეორე დღეს რომ მივედი, განმიცხადეს, აღარ მივსულიყავი",-აღნიშნავს ჯუღელი. 

ნუცა ჯუღელის ბრალდებებს "მადლიერების სახლში" უარყოფენ და განმარტავენ, რომ ის ბენეფიციართა სიაში არასოდეს ყოფილა, რასაც მოხუციც ადასტურებს.    მისი თქმით, ის  არა საკუთარი სახელით, არამედ შვილის სახელით სარგებლობდა, რომელიც სამუშაოდ თურქეთში წავიდა და ჯერ მისგან არაფერი სმენია.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა