|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მრჩეველი გახდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი "ახალი მემერჯვენებიის" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება. "ფიქრია ჩიხრაძე დაიკავებს მნიშვნელოვან როლს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც ჩართული არიან პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

ჩიხლაძის განცხადებით, ის პარტიული ნიშნით აღარ იმუშავებს, ამავდროულად ყველა პარტიასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ფიქრია ჩიხალაძე "ახალი მემარჯვენეების" ერთ–ერთი ლიდერი იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი