|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ის 77 წლის გახდებოდა. ქუთაისში კოსტავას  ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. 
ძეგლის პატივგებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ეროვნული გმირის ძეგლთან ქუთაისში სასულიერო პირებმა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 
მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისაკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა