|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სწავლა თუ სპორტი-რა სირთულეები ექმნებათ მოსწავლეებს?

სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისა  და სასწავლო პროცესის შეთავსება პრობლემას მხოლოდ მოსწავლეებისათვის არ წარმოადგენს.  ამ  საკითხზე  დღეს საჯარო  და სპორტსკოლების დირექტორებმაც ისაუბრეს. 

 შეხვედრა, რომელიც ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა,  სპორტის განყოფილების წარმომადგენლები,  ქალაქის საჯარო სკოლებისა და სპორტული სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ.  შეხვედრაზე 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

  სკოლის დირექტორების განცხადებით, პრობლემას ორ უწყებას შორის დროის არასწორად გადანაწილება ქმნის.  "ბავშვებს იმის გამო,  რომ სხვადასხვა შეჯიბრებებზე  უწევთ  მონაწილეობის მიღება, სკოლის გაცდენა უხდებათ.  ეს, საბოლოო ჯამში, სერიოზულ პრობლემას ქმნის და იმ შემთხვევაში, თუ ვერ ჩააბარა ე.წ კატის გამოცდები, სკოლის რეპუტაცია ილახება",- განაცხადეს დირექტორებმა.

პრობლემის შესახებ საუბრობენ  სპორტული სკოლების დირექტორებიც.  მათი თქმით, ბავშვების  სკოლიდან გათავისუფლება ძალიან რთულია, რის შედეგადაც პრობლემები ექმნებათ მათაც.  დირექტორები დროის რეგურილებას მოითხოვენ.  

 შეხვედრის ბოლოს  კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც სკოლები სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდნენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტია, რომელიც  თვითმმართველობათა ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა