|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეშახტეების შემცირება არ იგეგმება" - გაფიცულ მეშახტეებს კომპანია პასუხობს

კომპანია "ქოალ ოფ ჯორჯიას" წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს.

სოცკის თქმით, კომპანია არცერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას.

როგორც სოცკიმ განაცხადა, ამ ეტაპზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი პროფკავშირებთან დაკავშირებით, მეშახტეებისთვის ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში იყო ცნობილი შახტში ჩაშვების მექანიზმის გეგმიური შემოწმებისა და ტექნიკური რემონტის შესახებ, რაც გამოიწვევდა ადმინისტრაციის დროებით შეჩერებას. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის და არცერთი მეშახტის სამუშაო ადგილის შემცირებას არ ვგეგმავთ. სამუშაოები კი შესაძლოა, მაქსიმუმ 3 თვის მანძილზე გაგრძელდეს”-განაცხადა მიხეილ სოცკიმ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა