|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბულბულის ნისკარტი" - სპექტაკლი "ცისფერყანწელთა" პოეზიის მიხედვით

 მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.  6 მაისს, ქუთაისში სპექტაკლის "ბულბულის ნისკარტი" პრემიერა გაიმართება.  სპექტაკლი შექმნილია პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის პოეზიის მიხედვით.  სათაურად კი პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსის რეფრენია აღებული.

სპექტაკლის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, სცენარის ავტორი გვანცა ჯავახაძე. პაოლოს როლს ასრულებს გიორგი ბენიძე, ხოლო ტიციანს  სცენაზე გიგა მიქაძე გააცოცხლებს.

როგორც სცენარის ავტორმა გვანცა ჯავახაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, ამ პროექტით მესხიშვილის თეატრი "ცისფერყანწელთა" საიუბილეო წელს ეხმიანება. "იდეა ეკუთვნით გიგა მიქაძეს და გიორგი ბენიძეს, რითაც რეჟისორი გიორგი სიხარულიძეც დაინტერესდა. სცენარი მე შევქმენი. ეს არ არის არც ლიტერატურული თეატრი და არც ლიტერატუტული კომპოზიცია. ამით გვინდოდა გადმოგვეცა ორი ადამიანიც ბედი", - განაცხადა გვანცა ჯავახაძემ.

 

სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება, მაყურებელი მას განმეორებით 9 მაისს იხილავს.  

მაისში თეატრში სპექტაკლის "რევიზორი" პრემიერაც გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა