|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავისი ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის დროს მსახიობი იყო მრავალი ჯილდოსა და პრემიის კავალერი - აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 

2017 წელს მესხიშვილის თეატრში მსახიობის 80 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც მსახიობს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ამავე დროს ანზორ ხერხაძე საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან აკაკი ხორავას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

ანზორ ხერხაძე 1937 წელს დაიბადა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში  1962 წლიდან მუშაობდა,  ნათამაშები აქვს 224 როლი. გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“. 

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა