|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა განიხილება

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რამდენიმე დღეა შიდა განხილვები მიმდინარეობს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად. როგორც „ნიუპრესისთვის“ არის ცნობილი, ამ პოსტზე კანდიდატებად  ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, მსახიობი გიორგი შალამბერიძე და  ოპერის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი განიხილებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას არც გვიდასტურებენ და არც უარყოფენ მესხიშვილის თეატრში. როგორც თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა  განაცხადა, საბჭოს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც კულტურის სამინისტრო გადაწყვეტს დაინიშნება, თუ არა საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი.

შეგახსენეთ, აღნიშნულ პოსტზე გიორგი სიხარულიძე 11 წელია მუშაობს. სამხატვრო ხელმღვანელის თანამდებობაზე არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ინიშნება.

რაც შეეხება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრს, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე არჩევნები 2019-ში ჩატარდება, ვინაიდან ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი ჭიჭინაძემ საკუთარი უფლება მოსილება ვადაზე ადრე შეიწყვიტა და მის მაგივრად კულტურის სამინისტომ ირინე ლომინაძე დანიშნა. იმ შემთხვევაში თუ თორნიკე მარჯანიშვილის კანდიდატურა შეირჩევა ოპერის თეატრის დირექტორის პოსტზე ახალი დირექტორი დაინიშნება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა