|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მინდა, წარმატება ვუსურვო „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს“

„მინდა, წარმატება ვუსურვო „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ყრილობის მონაწილეებს“,-წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გია თევდორაძე და იმედოვნებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების ლანძღვა დასრულდება.

„მიუხედავად ცალ-ცალკე გასავლელი გზებისა, ფუნდამენტური ფასეულობა და მიზანი გვაქვს საერთო; საქართველოს ტერიტორიულო მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ოლიგარქ ივანიშვილის არაფორმალური მართველობის დასრულება!

იმედია, ერთმანეთის ლანძღვას დავასრულებთ საბოლოოდ და ქვეყნის რეალურ პრობლემებზე და მტრებზე ვკონცეტრირდებით"-წერს თევდორაძე.

გია თევდორაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ გასულ კვირას დატოვა და „ევროპულ საქართევლოს“ შეუერთდა. მასთან ერთდა ახალ პარტიაში გადავიდა საკრებულოს ორი დეპუტატიც.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, ის დღეს გაიმართება.  ყრილობას ქუთაისიდან 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა