|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი - ბრძოლა გრძელდება, ეს შუალედური ეტაპია

ბრძოლა გრძელდება, ეს შუალედური ეტაპია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

„ბრძოლა გრძელდება, ეს შუალედური ეტაპია. ისინი არ გაჩერდებიან, მე ეს ზუსტად ვიცი. მე ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. ვიცოდი, რაზე მივდიოდი, როდესაც მათ დავუპირისპირდი და სიმართლე ვთქვი. ახლა ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მოვემზადებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან იულია ტიმოშენკოსთან და მის პარტიასთან რაიმე სახის პოლიტიკური კავშირის არსებობა უარყო.

„მე და იულია ტიმოშენკოს არანაირი კავშირი არ გვაქვს. მაგრამ მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვინაიდან გადამწყვეტ მომენტებში მან სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ მის წარსულზე. არის რაღაც, რასაც მის საქმიანობაში მე არ ვეთანხმები. ბევრს ჩემი წარსული საქმიანობაც არ მოსწონს, მაგრამ როდესაც მე უკრაინაში ვბრუნდებოდი, იულია უსამართლობას წინ აღუდგა და იგივე გააკეთა ახლა სასამართლოზეც. ამის არდაფასება მე არ შემიძლია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

IPN.GE

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა