|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქეები ქუთაისში გზის საფარის გადარეცხვას ითხოვენ

ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო  მტვრიანობამ იმატა, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. როგორც ადგილობრივი ნინო როდონაია „ნიუპრესთან“ საუბარში აღნიშნავს, ქალაქის ქუჩებში ქარიან ამინდში გადაადგილება  შეუძლებელია. მისი თქმით, გზების რამდენჯერმე აყრა-დაგებამ ქალაქში მტვერი  დატოვა.

„ქვაფენილების დაგების შემდეგ ქვიშა გადაურეცხავი დატოვეს, ქარიან ამინდში კი ეს მასა ჰაერში ტრიალებს.  ქუჩაში სიარულისას  ქვიშით მევსება თვალები“,-განაცხადა როდონაიამ.

ანზორ სირბილაძის განცხადებით კი, ქალაქს ყავს სპეცტექნიკა, რომლითაც  გზების გადარეცხვას უნდა ახდენდნენ, თუმცა მსგავსი რამ ბოლო წლებში თითქმის არ შეუნიშნავს: "დილიდან  გამოვდივარ ქუჩაში, მაგრამ არასდროს დამინახავს, რომ გზები მოერეცხოთ. არადა, ამისათვის ვიცი, მანქანები ყავთ.  გადარეცხონ, თვითონაც ხომ ამ ქალაქში დადიან",-აღნიშნა მან. 

 ქუთაისის „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენელს გიორგი  განცხადებით, ქალაქში გზის  საფარის გადარეცხვა მაისიდან დაიწყო და წვიმიანი ამიდების გარდა,  ცენტრალური გზები  ყოველდღიურად ირეცხება. 

შეგახსენებთ, 2015 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუჩების გადასარეცხად ორი სპეციალური ავტომანქანა  შეიძინა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა