|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 21 აგვისტოდან საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში კი – 34-36 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა 33-35 გრადუსი იქნება.

 

ავტორი: ნიუპრესი