|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ.

„რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი, რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით. ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1-ელ აპრილს, ან 1-ელ მაისს. ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ყველა ადამიანი, რომელსაც ამის საჭიროება ექნება და ეს დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა