|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსკოვის თეატრის ჩამოსვლა ჩვენ უხერხულობას არ გვიქმნის-მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

"მოსკოვის თეატრის ჩამოსვლა ჩვენს არანაირ უხერხულობას არ გვიქმნის"-ასე ეხმიანება ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე ქუთაისში არსებულ პროტესტს. როგორც კოტე აბაშიძე აცხადებს, ეს არის ორი თეატრის თანამშრომლობა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

"მოკლე კომენტარს გავაკეთებ,  ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპის და აზიის ექვს თეატრთან არის დამეგობრებული, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის თეატრია. ეს არის ორი თეატრის მეგობრობა, ანუ კულტურული ურთიერთობა,  შემოქმედებითი მეგობრობა,  რაც არავითარ კავშირში არაა პოლიტიკასთან.   არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც  რუსეთში ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია და ეს არის ორი თეატრის  შემოქმედებითი ურთიერთობა. როგორაა, ტურისტული რუსეთი და ტურისტების ჩამოსვლა გვინდა,  სპორტული და კულტურული რუსეთი არა? ვისაც უხერხულობას უქმნის, მისი პრობლემაა, ჩვენ თეატრს არანაირ უხერხულობას არ გვიქმნის", -განაცხადა კოტე აბაშიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისში მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" თეატრი სპექტაკლს გამართავს, რასაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აქციით გააპროტესტებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა