|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვითხოვთ სამგზავრო ტარიფებზე სტუდენტებისათვის 50 პროცენტიანი შეღავათის დაწესებას"

"ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიას სტუდენტებისათვის ტრანსპორტში შეღავათების დაწესების მოთხოვნით მიმართეს. განცხადება, რომელსაც სტუდენტების მიერ შეგროვებული 500-მდე ხელმოწერა ახლდა თან, მერიაში დღეს შეიტანეს.

"რადგანაც ქუთაისში 2020 წლიდან ტრანსპორტი მუნიციპალური ხდება, მოვითხოვთ, დაწესდეს 50 %-იანი შეღავათი ტრანსპორტზე სტუდენტებისათვის, ანალოგიურად როგორც არის თბილისსა და ბათუმში. ეს ინიციატივა ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით  გასულ კვირაში გავაჟღერეთ, შევაგროვეთ ხელმოწერები და ინიციატივა შევიტანეთ მერიაში", -განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ.

 მისი თქმით, მერიას თანამშრომლობას სთავაზობენ,  მათი ინიციატივის უყურადღებობის შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს მიმართავენ.  

 ქალაქის მერიიდან "ლეიბორისტული" პარტიის  ინიციატივას არავინ გამოხმაურებია.  ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით კი,  სტუდენტური ტარიფის დაწესების საჭიროება რეალურად არსებობს.

"ზაფხულის ლიდერთა სკოლაში ქალაქის მერმა ისაუბრა ამ საკითხზე, რადგანაც იქაც წამოიჭრა ეს თემა. ჩვენ გვაქვს იდეაში რამდენიმე მოდიფიკაცია, თუ როგორ უნდა ჩაერთოს თვითმმართველობა ამ საკითხში, თუმცა ეს არის სამომავლო საკითხი, ჯერ ჩამოვა ავტობუსები, შეიქმნება დეპო, ამ თემებზე საუბარი შემდეგ იქნება უპრიანი.  ჩვენ მოქალაქეეებს მოვუწოდებთ ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში, თუ ახალგაზრდებიდან იქნება ინიციატივა, ჩვენ განვიხილავთ მას," -განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა