|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოვითხოვთ, საყოველთაო ამნისტიას - ქუთაისის ციხესთან აქცია გაიმართა

ქუთაისის ციხესთან, ადვოკატებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემა მოითხოვეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად განიხილონ კანონპროექტი და აღსრულებაში მისცენ.

"მივმართავთ ხელისუფლებას დროულად განიხილონ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. პანდემიის პერიოდში, პატიმრების მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდა მოთხოვნები და არ მომხდარა კომპესირება", -განაცხადა ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა.

აქციას პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდნენ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა