|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიის მიერ სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარი დაიხარჯა"

„პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. წულაიას განცხადებით, ქუთაისის მერია სარეზევრო თანხას არამიზნობრივად  ხარჯავს. მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში უკვე გახარჯულია 300 ათას ლარამდე.

„ქუთაისის მერია სარეზევრო თანხას არამიზნობრივად ხარჯავს. ერთი თვის განმავლობაში უკვე გახარჯულია 300 ათას ლარამდე, დანარჩენს 8 ოქტომრამდე გახარჯავენ ალბათ. ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდი წინასაარჩევნოდ, რომელსაც აქტიურად იყენებს დღევანდელი ხელისუფლება. მოვუწოდებ ქუთაისის უდღეურ  მერს, რომ ნუ ხარჯავენ ასე უაზროდ ამ თანხებს და შეინახონ ზამთრისთვის 1 ლარი, რომ აღარ რჩებათ ხოლმე“, - განაცხადა წულაიამ.

წულაია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არჩევანი ბოლო ორი თვის მანძილზე გაკეთებული სადარბაზოებითა და გზებით არ გააკეთონ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  სარეზევრო ფონდი დანიშნულებისამებრ იხარჯება და რომ მათი მართველობის პერიოდში ზამთრის მარაგზე პრობლემები არ შექმნიათ.

"ეტყობა გოგი წულაიას წლები აერია ერთმანეთში, ვინაიდან  ჩვენი მმართველობის პერიოდში ზამთრის მარაგზე პრობლემები არ გვქონია. ზამთრისთვის სპეციალურ სერვისებს ახალი ტექნიკა დაემატა, მაგრამ ეს არ არის სარეზევრო ფონდის დანახარჯი. საზოგადოებაში გამოჩენის მიზნით, ზღაპრების მოყოლა  გოგის კარგი თვისებაა",-განაცხადა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.    

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა