|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენდი ძიძავა საკუთარ იუბილეზე 7 წლის მხატვრის ოცნებას აასრულებს

მესხიშვილის თეატრი დღეს მსახიობის, ლადო მესხიშვილის პრემიის ლაურეატის, ენდი ძიძავას საიუბილეო თარიღს ორიგინალურად აღნიშნავს.

როგორც თეატრში აცხადებენ, იუბილარის ინიციატივით, თეატრის სცენა მსახიობის ბენეფისს არ დაეთმობა. ისტორიულ ფოიეში ქუთაისის მე-14 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის, გეგა სოფრომაძის ნახატების გამოფენა მოეწყობა, რომლის პატრონაჟიც ენდი ძიძავას ეკუთვნის.

გეგა სოფრომაძის ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელით გაავრცელა, რომელსაც პირველი, ამ სკოლის კურსდამთავრებული, ენდი ძიძავა გამოეხმაურა და ნიჭიერი მხატვრის პირველი სერიოზული სპონსორიც გახდა.

ავტორი: ნიუპრესი