|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოს სამი ყველაზე ძვირადღირებული წიგნი

ყველაზე ძვირადღირებული წიგნი, უფრო სწორად კი ნამუშევარი “ლესტერის კოდექსი“ აუქციონზე 44, 6 მილიონ დოლარად  გაიყიდა.
სწორედ ამდენით შეფასდა ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი, რომელზეც მილანში დაახლოებით 1506-1510  წლებში მუშაობდა. რვეული 18 ფურცლისგან შედგება, მაგრამ შესრულების სირთულესა და უნიკალურობას თუ გავითვალისწინებთ, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ 72-გვერდიანია.

ასევე საინტერესოა ლეონარდოს  ხელწერა - ის სარკისებურია, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი წაკითხვა მხოლოდ სარკის დახმარებითაა შესაძლებელი. ამ ნამუშევარში ლეონარდო  აღწერს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას, მაგალითად, რატომ ანათებს მთვარე, ან რა ნივთიერებებს შეიცავენ სხვადასხვა მინერალები. ნამუშევრის სახელი პირველი მყიდველის ლესტერისგან გამომდინარეობს, რომელმაც ის 1717 წელს შეიძინა.  საბოლოოდ კი ნამუშევრის მფლობელი, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი
ბილ გეითსი გახდა, რომელმაც ნამუშევარი 1994 წელს აუქციონზე შეიძინა.

მეორე ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი ჰაინრიხ ლომის სახარებაა, რომელიც 1983 წელს 26, 7 მილიონ დოლარად  შეფასდა. წიგნი მთლიანად ხელითაა შესრულებული და სავარაუდოდ 1188 წლით  თარიღდება. სახარება საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხ ლომის (1129-1195წწ) დაკვეთითაა შესრულებული, რომელზეც ბერები და ეკლესიის მსახურები მუშაობდნენ. ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ 226 გვერდიანი ნამუშევარი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მე-19 საუკუნეში პრაღაში აღმოაჩინეს და 1861 წელს შეიძინა გეორგ V-მ. საბოლოოდ კი გერმანიის ხელისუფლებამ ის 1983 წელს აუქციონზე შეიძინა და გეორგ V-ის სახელობის მუზეუმს გადასცა.

მესამე ადგილზეა უნიკალური წიგნი “ამერიკის ფრინველები“, რომლის ავტორი ჯონ ჯეიმს ოდიუბონია. წიგნი 1838 წელსაა გამოცემული. ამ პერიოდში წიგნის 200 ეგზემპლიარი გამოუშვეს. საინტერესოა, რომ წიგნის 127 სმ სიმაღლის 435 გვერდი ხელითაა მოხატული. სხვათა შორის, ფრინველები დახატულია მათი რეალური ზომების მიხედვით. ჩვენს დრომდე შემონახულია 119 სრული ეგზემპლარი, მათ შორის 108 ინახება სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, დანარჩენები კი კერძო კოლექციონერების საკუთრებაშია. 

წყარო:bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა