|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა შემოდგომიდან დაიწყება

მუნიციპალური ავტობუსების განაწილება შემოდგომიდან დაიწყება  - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს, რომლის თანახმად,   ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან  შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-სთან ხელშეკრულება გაფორმდა, რის თანახმადაც ის ვალდებულია  მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს  8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად  მოწოდება.

პროექტით გათვალისწინებული 117 ავტობუსი 6 მუნიციპალიტეტს გაუნაწილდება: ქუთაისს - 60,  გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემა.

 სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ავტობუსების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე ამ ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად”, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

 უწყების ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მაჰირ ჩაღრი ოზშეკერმა მოაწერეს.

 შეგახსენებთ, ახალი ავტობუსების შემოყვანა 2020 წლის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა ვადების გადაწევა ნაწილობრივ პანდემიასაც უკავშირდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა