|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მწვანეყვავილას მოსახლეობა კანალიზაციის ქსელის მოწყობას ითხოვს

ქუთაისში  მწვანეყვავილას დასახლების მცხოვრებლები კანალიზაციის ქსელის არარსებობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 

უბანში კანალიზაციის  ქსელი არ არსებობს, დაბინძურებული წყლის მასა სანიაღვრე სისტემაში, შემდეგაც მდინარე რიონში ჩაედინება.

"ქუჩაში აუტანელი სუნი და ანტისანიტარიაა, მდგომარეობა გაუსაძლისი წვიმების დროს  ხდება, როცა ტერიტორია დაბინძურებული სითხით იტბორება,- აღნიშნულის შესახებ ადგილობრივებმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს.  ადგილობრივები  ასევე ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ.

მოსახლეობის პრობლემებით ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბესიკ ბრეგაძე და ნიკა ნარსია დაინტერესდნენ. ნარსიას განცხადებით, მოსახლეობის ხელმოწერებით კოლექტიურ წერილით  ქალაქის მერიას მიმართავენ. 

როგორც ცნობილია, ქუთაისში კანალიზაციის ქსელის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს იწყება. გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრის უფროსის ირაკლი ტურძელაძის განცხადებით, ქუთაისში საკანალიზაციო სისტემა ყველა უბანში მოეწყობა, მათ შორის მწვანეყვავილაზე, "მანამ კი ნაციონალები მოემსახურონ მოსახლეობას", -განაცხადა ტურძელაძემ. 

სამუშოებისათვის აზიის განვითარების ბანკიდან 100 მილიონი ევროა გამოყოფილი.

 

ამ თემაზე: "ისეთი რამ კეთდება, ქუთაისს რომ არ ღირსებია"

ავტორი: ნიუპრესი