|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" გადასახადების შემცირების პირობას დებს

   "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი წარმოდგინა, რომელიც ეკონომიკის, დასაქმების, სოციალური დაცვისა და განათლების მიმართულებებს ეხება.  დოკუმენტში ძირითადი აქცენტი  საშემოსავლო გადასახადების შემცირებაზე, ბიზნესის გადასახადებისადან გათავისუფლებასა და საგადასახადო ამნისტიაზე კეთდება, რაც თავის მხრივ, ხელს სამუშო ადგილების შექმნას შეუწყობს.  პარტიის ლიდერების განცხადებით,  ამ პოლიტიკის შედეგად,  2017 წელს დამატებით 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. საუბარია ასევე ბიუროკრატიის შეზღუდვაზე, რის შედეგადაც თანხების დაზოგვა მოხდება. 

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 10%-მდე. მოგების გადასახადი გაუქმდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. განაწილებულ მოგებაზე გადასახადი შემცირდეს ასევე 10%-მდე. ანუ მთელი რიგი ინიციატივები გვაქვს, რომელიც ეხება გადასახადების გაუქმებას და შემცირებას. ეს გამოათავისუფლებს ფულს ბიზნესისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ 2017 წელს ერთი მილიარდი ლარი გათავისუფლდება, რომელიც დარჩება კერძო სექტორში. ამას ემატება ბიუროკრატიის შემცირება. ასევე როგორც ჩვენ გვაქვს გათვლილი თუ ერთი მილიარდი დარჩება, ეს ავტომატურად ნიშნავს დაახლოებით 40 ათასამდე სამუშაო ადგილის გაჩენას“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.  მისივე თქმით, გაუქმდება ფინანსური პოლიციაც.

"ნაციონალური მორაობის" ლიდერების განცხადებით, პენსია 50 ლარით გაიზრდება, პედაგოგთა ხელფასი კი - 650 ლარი იქნება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა