|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პრეზენტაციას ქუთაისში 18 აგვისტოს გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის დაწყებას ქუთაისში 18 აგვისტოს გეგმავს. 

"ნიუპრესის" ინფორმაციით, პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისში ქალაქის მერის პოსტზე, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას წარადგენს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და კონსულტაციები გრძელდება. ამ პოსტზე განიხილება ხატია დეკანოიძის კანდიდატურაც.

როგორც პარტის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მიზანია მერის პოსტზე ცენტრალური ფიგურის წარდგენა, რაც მათი განმარტებით, ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების მიზანს უკავშირდება.

გრიგოლ ვაშაძე ამ დროისათვის თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, თუმცა, გამორიცხული არ არის, მან პოზიცია შეიცვალოს.

18 აგვისტოს გაირკვევა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ვინაობაც. არსებული ინფორმაციით, ამ პოსტს ბესიკ ბრეგაძე დაიჭერს.

 ამ დროისათვის უცნობია, თუ სად გაიმართება  ღონისძიება. როგორც პარტიაში აცხადებენ, სპორტის სასახლის ერთდღიანი იჯარის მოთხოვნით ქუთაისის მერიას უკვე მიმართეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა