|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაგავსაყრელი ისე ჭირდება მოსახლეობას, როგორც წყალი და პური"

"გვირილობა" ქუთაისელებს მუხნარის ტყიდან მიულოცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისი განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელწოდება ექნება ქუთაისქალაქობას, "გვირილობა" თუ "სავარდო და სამაისო",  მთავარია განწყობა, რასაც მოქალაქეები გრძნობენ.

"მთელს ქუთაისს ვულოცავ დღევანდელ დღეს. პირველად ვესწრები "გვირილობას". დიდი ტრადიციაა.  კარგია, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება გაზაფხულის მშვენიერ დღეებში შეიკრიბონ ერთად და  იზეიმონ. "გვირილობის" დღესასწაული იქნება, თუ სავარდო და სამაისო. სიხარული მინდა ვუსურვო მთელ საქარვთელოს, იმერეთს და ქუთაისს, ასევე წარმატება. წელს იმერეთში გამორჩეულად ბევრი პროექტი კეთდება და ვფიქრობ, წლის ბოლოს გაცილებით მეტს იგრძნობენ ადგილობრივები. ბოლოს და ბოლოს, 2017 წელს დავასრულებთ პროექტს და წყალი ექნება ქალაქს", –განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისი თქმით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ნაგავსაყრელი. თუმცა მისი განცხადების თანახმად, სამინისტროს ჭოგნარის მოსახელობასთან პრობლემა ჯერ მოგვარებული არ აქვს.

"ჭოგნარის მოსახლეობასთან გვაქს მცირე პრობლემა, მაგრამ ვიმედოვნებთ, მოვაგვარებთ. ქუთაისელებმა კარგად იციან, რა არის ნაგავსაყრელის არარსებობა. იმედია მოვაგვარებთ, რადგან არანაირ პრობლემას არ შეუქმნის ადგილობრივებს და ნაგავსაყრელი ისევე ჭირდება მოსახლეობას,  როგორც წყალი და პური", –განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა