|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანა კაკურიას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ქუთაისის #15 საბავშვო ბაღის გამგეს ოპერაცია ჩაუტარდა. ნანა კაკურიას საკეისრო კვეთა დაჩქარებულად მოხდა, რადგან ბავშვის მდგომარეობა მძიმდებოდა. როგორც კაკურიას ახლობლები განმარტავენ, ბავშვის ჩაქცევის კერა იყო სწრაფად მზარდი, ამიტომ მოხდა სასწრაფო ოპერაცია, ახალშობილი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.  მათი თქმით,  გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს აქვს შეძენილი ჰიდროცეფალია. "ექიმები ამბობენ, ეს რომ თანდაყოლილი ჰქონოდა ბავშვს, ამ ჩაქცევის გარდა, ექნებოდა ძალიან დიდი პრობლემები. ნერვულობის ფონზე, ბავშვს დაავადება შეძენილი აქვს მერვე თვეში და სხვა მხრივ, მისი მდგომარეობა არის კარგი".

 შეგახსენებთ, რომ ნანა კაკურია სამსახურიდან 12 იანვარს გაათავისუფლეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი