|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატალი პატარიძე 2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე 2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია.
პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ნატალია პატარიძე  აქტივისტი ფემინისტი და ლიდერი ქალია.
ის უკვე 6 წელია რაც ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს, რომლის პოლიტიკა მუდმივად ეფუძნება ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს და თანასწორობის პრინციპს. მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და თავად ორგანიზაცია 30 დასაქმებულ ქალს აერთიანებს.
 
ქუთაისის ახალგარზდული ცენტრის მიერ დაგეგმილი ყველა კულტურული აქტივობა თუ ღონისძიება არის ერთგვარი არტ აქცია, სხვადასხვა სახელოვნებო დარგები არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება მიმართოს პრობლემისკენ და მოსაწავლეებს აუმაღლდოს სამოქალაქო ცნობიერება.
გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისთვის ქუთაისის ახალგარზდული ცენტრი ნატალიას ორგანიზებით აწყობდა გამოფენებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, ერთერთ ასეთ გამოფენაზე კატო მიქელაძის ცხოვრებასა და მოღვაზეობაზე არტ აქცია გაიმართა პარიზში.
 
ცნობისთვის, "კატო მიქელაძის პრემია" ქალთა ფონდმა საქართველოში 2013 წელს დააწესა, რომელსაც ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

ავტორი: ნიუპრესი